ევროპის უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების პროგრამის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის შესახებ

ევროპის უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  შიდა საუნივერსიტეტო საგამოცდო ნაშრომის/ესსეს მინიმალური კომპეტენციის ზღვრისა და შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრა.

მასწავლებლის  მომზადების  საგანმანათლებლო  პროგრამაზე 2021-2022  სასწავლო  წლის  შემოდგომის სემესტრში  მისაღები    გამოცდის   ფორმად განსაზღვრულია   ეს.  ესსეს შეფასების კრიტერიუმები  შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებული დანართის სახით.  შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის (ესსე) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრულია 50 %- + 1 ქულით.

2021 – 2022 სასწავლო წელს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი პირის შეფასების მიზნით, განსაზღვრულია შეფასების დამატებითი კრიტერიუმები:

  1. უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (ესსე) ჩაბარების საფუძველზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტებს, რომელთაც უნივერსიტეტისთვის გამოყოფილ დასაფინასებელ პირთა ადგილების ფარგლებში თანაბარი ჩარიცხვის და დაფინანსების უფლება აქვთ მოპოვებული (ბოლო დასაფინანსებელ ადგილზე  თანაბარი ქულა აქვს მიღებული ორ ან მეტ აპლიკანტს), დასაფინანსებელ პირთა სიაში გათვალისწინებულ იქნება აპლიკანტი, რომელსაც საგნის გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი ქულა.
  2. თუ უნივერსიტეტისთვის გამოყოფილ დასაფინასებელ პირთა ადგილების ფარგლებში თანაბარი ჩარიცხვის და დაფინანსების უფლება აქვს მოპოვებული ორ ან მეტ აპლიკანტს (ბოლო დასაფინანსებელ ადგილზე თანაბარი ქულა აქვს მიღებული ორ ან მეტ აპლიკანტს) და ამავდროულად საგნის გამოცდაზე აქვთ მიღებული თანაბარი ქულა, რექტორის სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი კომისია უზრუნველყოფს მათთან დამატებითი გამოცდის ჩატარებას. გამოცდის ჩატარების ფორმატი, შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება რექტორის ბრძანებით. დასაფინანსებელ პირთა სიაში გათვალისწინებულ იქნება აპლიკანტი, რომელსაც უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ დამატებით გამოცდაზე მიღებული ექნება უფრო მაღალი ქულა.

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!