ევროპის უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ აბიტურიენტთა საბუთების მიღება იწყება

ევროპის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ აბიტურიენტთა საბუთების მიღება იწყება:

საბუთების მიღებ, სასწავლო ბაზაზე რეგისტრაცი და ხელშეკრულების გაფორმება 2021 წლის 3 სექტემბრიდან 15 სექტემბრის (ორშაბათი - პარასკევი) ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით განხორციელდება.  

მედიცინის ფაკულტეტეზე პირველკურსელთა მიღება ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კორპუსში იწარმოებს (მის.: სარაჯიშვილის 17, პირველი სართული),  ხოლო ბიზნესისა და ტექნოლოგიებისა და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე პირველკურსელთა მიღება ადმინისტრაციულ კორპუსში განხორციელდება (მის.: გურამიშვილის #76, პირველი სართული).

გთხოვთ, რეგისტრაციისთვის წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული) ან დედანი;
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი(ვაჟებისთვის);
  • ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არასწრულწლოვანია, გთხოვთ, მობრძანდეთ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად და თან იქონოთ:

  • მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი.
  • მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

გთხოვთ, საბუთების შემოტანის დროს თან იქონიოთ პროგრამის ღირებულების ( ერთი წლის სწავლის საფასურის)  1/10 (ერთი მეათედი, ანუ  სწავლის საფასურის ერთი წლის ღირებულება გაყოფილი  ათზე)  ნაწილის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საბანკო რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი
GE87BG0000000347729500
საბანკო კოდი : BAGAGE22


თიბისი ბანკი
GE44TB7819636020100003
საბანკო კოდი : TBCBGE22

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე გვერდი:

Hello World!