ევროპის უნივერსიტეტსა და ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის უნივერსიტეტსა და ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს სამედიცინო სფეროში კვალიფიციური განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების/პროექტების განხორციელებას, ასევე,  ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის კლინიკური პრაქტიკის ხელშეწყობას.

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის სხვადასხვა განყოფილებაში ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის რამდენიმე სტუდენტი სტაჟირებას უკვე გადის.

გააზიარე გვერდი:

Hello World!