მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

1. მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

ა) დოკუმენტების მიღება  - 2021 წლის  3 სექტემბრიდან  - 2021 წლის  10 სექტემბრის ჩათვლით;

ბ) სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 2021 წლის 10 სექტემბრიდან - 2021 წლის 15 სექტემბრის  ჩათვლით;

გ) სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი  დადასტურება - 2021 წლის 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის  ჩათლით;

დ) ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და  საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა არაუგვიანეს 2021 წლის 16 სექტემბრისა.

 

2. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

2.1. საბაკალავრო , ერთსაფეხურიან და მაგისტრატურის  საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატის და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში) / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი  და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი  ან   მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

ზ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო) გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის);

თ) ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისთვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანების ასლი;

2.2. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ ან ჩარიცხულ სტუდენტს, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული/ინგლისური ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისთვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია.  ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის“ შესაბამისად.  აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.

2.3. ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან  ნოტარიალურად დამოწმებული ასლი / უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიალურად დამოწმებული  ასლი  და დიპლომის დანართი (სამაგისტრო პროგრამის შემთხვევაში);

გ) „სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ” ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);

დ) 1 ფოტოსურათი 3X4 CD დისკთან ერთად.

გააზიარე გვერდი:

Hello World!