ევროპის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღება იწყება

ევროპის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღება განხორციელდება 30 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით ადმინისტრაციული კორპუსის, პირველ სართულზე, ოთახი №103,10:00 საათიდან 18:00 საათამდე (მის. გურამიშვილის გამზირი № 76).

ევროპის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებია:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდა;
  • ტესტირება ინგლისურ ენაში (აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს B2 დონეზე ინგლისური ენის ფლობა). სტუდენტი უფლებამოსილია ენობრივი კომპეტენციის დონის დასადასტურებლად წარმოადგინოს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი (BEC exam and CELS exam – Vantage, TOEIC, TOEFL , Pritman ESOL International, IELTS, Cambridge Exam);
  • შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში.

გამოცდები ჩატარდება ორ ნაკადად:

I  ნაკადი (იმ პირებისთვის, ვინც საბუთებს შემოიტანს  30 აგვისტოდან 6  სექტემბრის ჩათვლით):

1. უცხო ენის გამოცდა  -  7  სექტემბერი (გამოცდა ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის შესაბამისად);

  • უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9  სექტემბერი;
  • სააპელაციო  განაცხადის წარმოდგენა - 9-10 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი.

 

2. გამოცდა სპეციალობაში - 13  სექტემბერი;

  • შედეგების გამოცხადება - 15  სექტემბერი;
  • სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა - 15-16 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების  გამოცხადება - 17  სექტემბერი

 

II  ნაკადი (იმ პირებისთვის, ვინც საბუთებს შემოიტანს  7 სექტემბრიდან-  18 სექტემბრის ჩათვლით):


1. უცხო ენის გამოცდა  -  20   სექტემბერი (გამოცდა ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის   სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დადგენის წესის შესაბამისად);

  • უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება - 22  სექტემბერი;
  • სააპელაციო  განაცხადის წარმოდგენა - 22-23 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 24  სექტემბერი.

2. გამოცდა სპეციალობაში - 25  სექტემბერი;

  • შედეგების გამოცხადება - 27  სექტემბერი;
  • სააპელაციო განაცხადის წარმოდგენა - 27-28 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების  გამოცხადება - 29  სექტემბერი;

 

3. საბოლოო შედეგების გამოცხადება  - 29  სექტემბერი;

4. რანჟრების დოკუმენტის გამოცემა - 30 სექტემბერი;

5. ხელშეკრულების გაფორმება  -  30 სექტემბერი-01 ოქტომბერი;

გთხოვთ, რეგისტრაციისთვის  წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;  უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს მიღებული განათლების აღიარების  შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი.
  • ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვაჟების შემთხვევაში;
  • სამაგისტრო  გამოცდის ჩაბარების  დამადასტურებელი  ბარათი.

 

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!