ევროპის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით დაგეგმილი IV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გადაიდო

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტისა და ჟურნალ "გლობალიზაცია და ბიზნესის“ თანაორგანიზატორობით, IV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - "პოსტპანდემიური მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკა: გამოწვევები, პრობლემები, გადაჭრის გზები“ პანდემიური ვითარების გათვალისწინებით გადაიდო.

კონფერენცია მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, ეკონომისტთა დღეს იგეგმებოდა, თუმცა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ღონისძიების ვადებმა გადაიწია და ის 2022 წლის სექტემბერში ტრადიციულ, რეალურ სივრცეში ჩატარდება.

კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდის და განვითარების პრობლემები; პანდემიის მიერ შექმნილი ახალი გლობალური წესრიგი და პოსტკრიზისული ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები;  ეკონომიკური მეცნიერების მიერ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ახლებური გააზრება; ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი გამოწვევები პოსტპანდემიურ პერიოდებში; ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის ეკონომეტრიკული მოდელირება და ა.შ. საუკეთესო სტატიები კი, ავტორების სურვილის შემთხვევაში გამოქვეყნდება ჟურნალში „გლობალიზაცია და ბიზნესი“.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პროფესორებთან და მეცნიერებთან ერთად, წარმოდგენილი არიან ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები - გივი ბედიანაშვილი, თორნიკე ხოშტარია, გოჩა თუთბერიძე და მაია აზმაიფარაშვილი.

გააზიარე გვერდი:

Hello World!