ევროპის უნივერსიტეტსა და ხორვატიის PAR საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ევროპის უნივერსიტეტსა და ხორვატიის PAR საუნივერსიტეტო კოლეჯს (რიეკა, ხორვატია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განამტკიცონ და განავითარონ მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს-ადმინისტრირების, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის უნივერსიტეტსა და PAR საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის დამატებით ხელი მოეწერა ინსტიტუციონალურ შეთანხმებას ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის შესახებ, რომლის წარმატების შემთხვევაში, მხარეებს შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო აკადემიური მობილობა განხორციელდება.