ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ევროპის უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა და ამავე პროგრამის ლექტორმა, ასისტენტ პროფესორმა ლანა სულაკაძემ, მიმდინარე წლის 28-29 მაისს, PAR საუნივერსიტეტო კოლეჯის (ხორვატია) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით „ლიდერობა კოვიდ 19-ის შემდგომ“, მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია ბიზნესის, განათლების, ტურიზმისა და ინდუსტრიის მენეჯმენტთან დაკავშირებულ თემებს მოიცავდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარედგინათ ნაშრომები ლიდერობის მიმდინარე საკითხებსა თუ ტენდენციებზე.