ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებმა სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექციების სერია გამართეს

ევროპის უნივერსიტეტსა და სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტს (სოფია, ბულგარეთი) შორის არსებული ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებმა პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, მიმდინარე წლის 21-29 ივნისს, ლექციების სერია გამართეს.

სალექციო კურსი ისეთ მნიშვნელოვან თემებს მოიცავდა, როგორებიცაა: უროლოგიური ანატომია მედიცინის სტუდენტებისათვის, ალკოჰოლი და ძილი, გულის უკმარისობა, C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებული მოდელი და სხვ.

კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მსგავსი სახის ლექციებს სისტემატიურად ატარებენ.

გააზიარე გვერდი: