ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე მე-8 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 18 ივნისს რიგით მე-8 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - "ბიზნესმენეჯმენტის და ტექნოლოგიური განვითარების გამოწვევები: პოსტპანდემიური პერიოდის თავისებურებები“, ჩატარდა, რომელშიც ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები  მონაწილეობდნენ.

კონფერენციაზე  აქტუალურ კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები იყო წარმოდგენილი. თითოეული მოხსენების შემდეგ სტუდენტები კომისიის წევრთა კითხვებს პასუხობდნენ და დისკუსიაში ერთვებოდნენ.

გამოვლინდნენ საუკეთესო ნაშრომების ავტორები, რომელთაც სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები გადაეცათ:  

I ადგილი - გიორგი მენაბდიშვილი - პოსტპანდემიური პერიოდის თავისებურებები: გამოწვევები და შესაძლებლობები
ხელმძღვანელი: გივი ბედიანაშვილი 

II ადგილი - გოჩა გოჩიაშვილი- „ტრანსნაციონალური კორპორაციები  საერთაშორისო ტურიზმში  და გავლენა ეროვნულ ეკონომიკაზე“
ხელმძღვანელი: მანანა ალადაშვილი

III ადგილი - ფიქრია ლიპარტელიანი, - „Covid-19-ის გავლენა ტურიზმის ბიზნესზე“
ხელმძღვანელი: მანანა ალადაშვილი  

III ადგილი - თამთა გორელიშვილი  "სამცხეთ ჯავახეთის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გამოყენებით ტურიზმში უნიკალური ავთენტური გამოცდილების შექმნა"
ხელმძღვანელი: მაია აზმაიფარაშვილი 

კონფერენციის ბოლოს ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!