ევროპის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით საერთაშორისო საჯარო ვებინარი გაიმართა

ევროპის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით, საერთაშორისო საჯარო ვებინარი თემაზე - "მეცნიერება, ტექნოლოგიები და ინოვაციები მდგრადი განვითარებისა და კოვიდ 19-თან გამკლავების გზაზე" გაიმართა, რომელშიც ევროპის უნივერისტეტის, ქუთაისის უნივერისტეტის, ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტისა და ცენტრალური უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა მიიღეს მონაწილეობა.

მომხსენებლებმა ისეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები მიმოიხილეს, როგორებიცაა: შრომის და საგანმანათლებლო მომსახურების ბაზრების გამოწვევები, იმედისმომცემი ინოვაციური ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტის სახელით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორმა გივი ბედიანაშვილმა მოხსენება თემაზე - "სამეწარმეო აქტივობების გამოწვევები პოსტ-პანდემიურ პირობებში“ წარადგინა.

გააზიარე გვერდი: