ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა გივი ბედიანაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის - "ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საზოგადოებებისა და ეკონომიკების ციფრული მომავალი", მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. 

პროფესორმა მოხსენება თემაზე - „სამეწარმეო საქმიანობა ციფრული ტრანსფორმაციის კონტექსტით პოსტ-პანდემიურ პერიოდში“ გააკეთა და უხელმძღვანელა ერთი-ერთი სექციის, "პოსტ-პანდემიური კრიზისის გამოწვევების“, მუშაობას.

კონფერენცია პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იოანე პავლე II კათოლიკური უნივერსიტეტის (ლუბლინი, პოლონეთი), სოციოლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის, დაუგავპილსის სახელმწიფო უუნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (ლატვია), ვარშავას ეკონომიკის სკოლისა (პოლონეთი) და ტექნოლოგიურ შეფასებათა პოლონეთის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში  მონაწილეობდნენ მეცნიერები ბელარუსიდან, ბრაზილიიდან, მოლდოვადან, ლატვიიდან, საქართველოდან, ლიეტუვდან, ეთიოპეადან და უკრაინიდან.

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!