ევროპის უნივერსიტეტსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა 

ევროპის უნივერსიტეტსა და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტის სტუდენტთა პრაქტიკული კურსის განხორციელებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განახლების პროცესში თანამშრომლობას, ასევე კურსდამთავრებულთათვის სტაჟირების ხელშეწყობას და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის და სხვა ტიპის ღონისძიებების ერთობლივად ორგანიზებისა და განხორციელების ხელშეწყობას სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, რომლებსაც დამოუკიდებელმა ინსპექტორმა, ზურაბ აზნაურაშვილმა სამსახურის მუშაობის სპეციფიკა და თანამშრომლობის ფარგლებში არსებული პერსპექტივები მათი დასაქმების, პრაქტიკისა და სტაჟირების მიმართულებით, გააცნო. 

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დამსაქმებელთან მათთვის საინტერესო კითხვები გააჟღერეს და საუბარი ორმხრივი ინტერაქციის ფორმატში წარიმართა .

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!