ევროპის უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილე სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, უნივერსიტეტის შიდა, ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში ჩასართავად. 

აღნიშნული გულისხმობს სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად გაეცნონ ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს და მიიღონ მონაწილეობა მათ განვითარებაში. 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შეფასებასა და განვითარებაში.

მოთხოვნები:

  • საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი მაღალი აკადემიური მოსწრებით, GPA > 3.0;
  • MS Office (Word კარგი, Excel კარგი);
  • ინგლისური ენის ცოდნა (მეტყველება, წერა) B1 დონე (სასურველია)

კონკურსის დეტალები:

  • კანდიდატთა განაცხადების მიღების ვადები: 2021 წლის 6 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით;
  • დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (სასურველ ფორმატში) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: qualityservice@eu.edu.ge;
  • კონკურსის პირველი ეტაპი: დოკუმენტების გადარჩევა;
  • კონკურსის მეორე ეტაპი: გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (კომისიის შემადგენლობა: ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები). გასაუბრების კრიტერიუმები: ზეპირი კომუნიკაციის უნარი (3 ქულა), პასუხების დამაჯერებლობა (3 ქულა), მოტივაცია (3 ქულა), ანალიტიკური აზროვნების უნარი (3 ქულა), შესაბამის დონეზე დარგის სპეციფიკის ცოდნა (3 ქულა), ზოგადი შთაბეჭდილება (3 ქულა). შეფასების საბოლოო შედეგი გამოითვლება შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულის დათვლით. კონკურსანტმა სავალდებულოა დააგროვოს შეფასებების 50%-ზე მეტი. კონკურსის არსებობის შემთხვევაში, შეირჩევა საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი;
  • თითოეული საგანმანათლებლო პროგრამიდან შეირჩევა ერთი სტუდენტი.
  • სტუდენტთა ჯგუფი შეირჩევა ერთი წლის ვადით

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!