ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრმა, სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად, სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოაცხადა.

  • სტუდენტური პროექტის განაცხადების თემატიკა: ინოვაციური, სამეცნიერო-კვლევითი, შემეცნებითი.
  • დაფინანსებული სტუდენტური პროექტის რაოდენობა: 1 (ერთი)
  • სტუდენტური პროექტის ბიუჯეტი: 2000 ლარი

საკონკურსო პირობები/მოთხოვნები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. საკონკურსო განაცხადის შეტანაზე უფლებამოსილია უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი ან სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი.
  2. პროექტზე დაფინანსების მოპოვების მიზნით, სტუდენტი/სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია წარმოადგინოს „შპს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის“ დანართი №1-ის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია და პროექტის ავტორის/ავტორების ავტობიოგრაფია (cv).

სტუდენტური პროექტის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული სახით, საპროექტო განაცხადის (დანართი №1) servicecenter@eu.edu.ge ელექტრონულ ფოსტაზე წარმოდგენის გზით.

შეფასების კრიტერიუმები:

პროექტის აღწერა

- პროექტის მიზანი ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული

- ნათლად ჩანს სტუდენტ(ებ)ის  ინტერესი პროექტში წარმოდგენილი საკითხების მიმართ

0-2

პროექტის აქტუალობა

- პროექტში ნათლად არის დასაბუთებული პროექტის აქტუალობა

0-2

მოსალოდნელი შედეგები

- შედეგები აღწერილია ნათლად და დეტალურად

0-2

კრეატიულობა

- პროექტი კრეატიულია

0-1

პროექტის ბიუჯეტი

- პროექტით გათვალისწინებული ხარჯები ნათლად, დეტალურად და რეალისტურად არის წარმოდგენილი - ბიუჯეტით გაწერილი ხარჯები შეესაბამება პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს

0-2

პროექტის პრეზენტაცია

სტუდენტმა კომისიის წინაშე ნათლად და მკაფიოდ წარმოადგინა პროექტის განხორციელების მიზნობრიობა

0-1

კომისია უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:

  • პროექტის სრულად დაფინანსების შესახებ;
  • პროექტის ნაწილობრივ დაფინანსების შესახებ;
  • პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.

კონკურსის მე-2 ეტაპის დაკმაყოფილების მიზნით პროექტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 7 (შვიდი) ქულა. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია რამდენიმე საკონკურსო განაცხადი გამარჯვებულია უმაღლესი ქულის მქონე პროექტი. კომისია უფლებამოსილია წარდგენილი პროექტების შინაარსიდან გამომდინარე რექტორს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით მეორე პროექტის დაფინანსების თხოვნით.

 

კონკურსის ჩატარების ვადები და ეტაპები:

  • 3 ივნისი - 13 ივნისი: განაცხადების მიღება;
  • 16 ივნისი: კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი პროექტის საკონკურსო განაცხადით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • 21 ივნისი: კომისიის მიერ პროექტის განხილვა და პროექტის ავტორის/ავტორთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კომისიის წინაშე მისი წარდგენა;
  • 23 ივნისი: კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
  • 24 -28 ივნისი: აპელაცია.

სტუდენტური პროქტის წარმოდგენის საკითხებზე კონსულტაციის გასავლელად სტუდენტ(ებ)ი უფლებამოსილია მიმართოს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ცენტრს და სტუდენტურ თვითმმართველობას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • მის.: თბილისი, სარაჯიშვილის N17; დ. გურამიშვილის გამზ. N76.
  • ელ-ფოსტა: servicecenter@eu.edu.ge
  • ტელ: 032 2000 171 (134)

საპროექტო განაცხადის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში: დანართი N1.

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!