ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა გივი ბედიანაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის - “მენეჯმენტის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები გლობალური გამოწვევების პირობებში“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. 

პროფესორმა მოხსენება თემაზე: “სამეწარმეო საქმიანობა და ბიზნესის მართვის გამოწვევები პოსტ პანდემიურ პერიოდში“ წარადგინა, რომლის ფარგლებშიც ხერსონის უნივერსიტეტისა და გლობლიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე განხორციელებული ერთობლივი კვლევებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი იყო ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი. 

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხერსონის სახელმწიფო აგრარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტი, ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაცია და სხვა ინსტიტუციები უკრაინიდან.

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!