ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა თანამშრომლობით, ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის ასოციაციის საქმიანობის გაცნობასა და მასში გაწევრიანების, ასევე ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობას, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობასა და ასოციაციის წევრების მიერ ექსტრაკურიკულური აქტივობების ფარგლებში საჯარო ლექციებისა და სემინარების ჩატარებას. 

გარდა ამისა, მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხილვასა და არსებული პროგრამების გასავითარებლად რეკომენდაციების შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საქართველოში მოქმედი სამედიცინო პროფესიული ასოციაციების უმსხვილეს გაერთიანებას წარმოადგენს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!