ევროპის უნივერსიტეტისა და ხერსონის უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო კოლექტიური მონოგრაფია მომზადდა

ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტისა და ხერსონის სახელმწიფო აგრარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის (უკრაინა) ორგანიზებით, საერთაშორისო კოლექტიური მონოგრაფია მომზადდა.

საერთაშორისო კოლექტიურ მონოგრაფიას საფუძვლად სამეცნიერო-კვლევების სფეროში ორი ინსტიტუციის ერთობლივი საქმიანობა დაედო. კვლევებში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ ორგანიზატორი უნივერსიტეტების მეცნიერთანამრომლები, არამედ მკვლევარები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნილი უნივერსიტეტიდან, ქუთაისის უნივერსიტეტიდან, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მკვლევარებს შორის არიან ასევე წარმომადგენლები პოლონეთიდან და ბელარუსიდან.

აღსანიშავია, რომ ევროპის უნივერსტეტსა და ხერსონის უნივერსიტეტს შორის უკვე არსებობს სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნულ მემორანდუმს გასულ წელს ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და ხერსონის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სამეცნიერო ნაწილში ალექსანდრე ავერჩიევმა მოაწერეს ხელი.

გააზიარე გვერდი:

Hello World!