ევროპის უნივერსიტეტსა და თბილისის კლასიკურ გიმნაზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის უნივერსიტეტსა და თბილისის კლასიკურ გიმნაზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი, ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა და პირველი გიმნაზიის დირექტორმა, თამარ კაპანაძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი, მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი და მასწავლებლის ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო 300 კრედიტიანი პროგრამების ფარგლებში გაფორმდა, რომელიც მხარეების მხრიდან მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს.

მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიას მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირები ესწრებოდნენ, რომლებსაც თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა,  თამარ კაპანაძემ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული მუშაობის სპეციფიკა და თანამშრომლობის ფარგლებში არსებული პერსპექტივები მათი დასაქმების, პრაქტიკისა და სტაჟირების მიმართულებით გააცნო. 

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დამსაქმებელთან მათთვის საინტერესო კითხვები გააჟღერეს და საუბარი ორმხრივი ინტერაქციის ფორმატში წარიმართა.

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!