ევროპის უნივერსიტეტსა და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის უნივერსიტეტსა და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტს (ესპანეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამენ.

უნივერსიტეტები ითანამშრომლებენ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობა, ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების დაგეგმვა/განხორციელება, ინფორმაციის ურთიერთგაზიარება, სამეცნიერო/კვლევით პროექტებში მონაწილეობა და სხვ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!