ევროპის უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო

ევროპის უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსი თემაზე - "საქართველოს ევროპული მომავალი“, მეორე ეტაპზე გადავიდა. კონკურსში მონაწილეთა 75%-მა  21-ქულიანი ბარიერი წარმატებით გადალახა.

ამჟამად, კომისიის ჩართულობით, მიმდინარეობს ესსეების დამუშავება გამარჯვებულების გამოსავლენად. 

მეორე ეტაპზე გადასული ნაშრომები უკვე გადაეგზავნა საფრანგეთის საელჩოს, რომლებიც გამოავლენენ ელჩის რჩეულ ესსეს ავტორს და პერსონალურად დააჯილდოებენ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებული ესსეების კონკურსი 6 მარტს გაიმართა. კონკურსში მე-11 - მე-12 კლასის მოსწავლეები, როგორც კერძო, ასევე საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან მონაწილეობდნენ და მის მიზანს წარმოადგენდა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი, ევროპულ ოჯახთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობისადმი ცნობადობის ამაღლება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპული ღირებულებების გააზრება. 

კონკურსი "ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში ჩატარდა და გამარჯვებულიც, სიმბოლურად,  9 მაისს, "ევროპის დღეს" გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთის საელჩოს რეზიდენციაში გაიმართება. 

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ევროპის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: eu.edu.ge

გააზიარე გვერდი: