ევროპის უნივერსიტეტის მოწყვლადი სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის კონკურსში ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა გაიმარჯვა

ევროპის უნივერსიტეტის მოწყვლადი სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გამოცხადებულ კონკურსში ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა თეკლე ჩხეიძემ გაიმარჯვა. 

იგი 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში ესპანეთში, მალაგას უნივერსიტეტში გაემგზავრება და ისარგებლებს სასტიპენდიო შეთავაზებით, რაც უფასო სწავლას, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებასა და ყოველთვიურ სტიპენდიას გულისხმობს.   

თეკლე ჩხეიძე აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი რიყეს მკვიდრია, რაც მის მოწყვლად სტატუსს განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტმა მოწყვლადი სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის სპეციალური კვოტა გამოყო, რაც სწავლა-სწავლების პროცესის ინტერნაციონალიზაციისთვის, ინკლუზიური ხასიათის მიცემას ემსახურებოდა.

გააზიარე გვერდი: