მასარიკის უნივერსიტეტში ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია

მასარიკის უნივერსიტეტში ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტური შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.

კონკურსის შედეგად,  ორი გამარჯვებული სტუდენტი, მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამებიდან, გამოვლინდა. ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტები, მერიამ მოაზენი და ანკიტა პანუ, ჩეხეთის რესპუბლიკაში, კერძოდ, ბრნოში გაემგზავრებიან და ერთ სემესტრს მასარიკის უნივერსიტეტში გაატარებენ.

აღსანიშნავია, რომ მასარიკის უნივერსიტეტის ზოგადი მედიცინისა და სტომატოლოგიის პროგრამების ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სასწავლო გეგმასთან თავსებადი მრავალფეროვანი კურსები აირჩიონ  და კლინიკური, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!