ევროპის უნივერსიტეტის და კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ორგანიზებით საერთაშორისო ვებინარი გაიმართა

ევროპის უნივერსიტეტისა და კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების ორგანიზებით ერთობლივი საერთაშორისო ვებინარი - "სამეწარმეო საქმიანობა და პედაგოგთა გამოწვევები პოსტ პანდემიის პერიოდში" გაიმართა.

ვებინარში ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, გივი ბედიანაშვილი, მონაწილეობდა. მისი მოხსენება მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: სამეწარმეო საქმიანობის სირთულეები და გამოწვევები პოსტ პანდემიის პირობებში, გლობალური და რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური თავისებურებები, უმაღლესი განათლების საქმიანობის მაგალითები საქართველოში და სხვ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვებინარში საქართველოს, ინდონეზიისა და ჩინეთის უნივერსიტეტები და ასოციაციები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ევროპის უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, ინდონეზიელ პედაგოგთა ასოციაცია, ინდონეზიელ მასწავლებელთა პროფესიული ასოციაცია და ფუჯოუს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.

გააზიარე გვერდი: