ევროპის უნივერსიტეტი "გლობალური სწავლების სასტიპენდიო პროგრამაში - GTFP" ჩაერთო

ევროპის უნივერსიტეტი "გლობალური სწავლების სასტიპენდიო პროგრამაში - GTFP" ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტთან (CEU, ვენა) ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

აღნიშნული უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურებს შორის მოლაპარაკების შედეგად, პროგრამის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან ორი უცხოელი პროფესორი ეწვევა, რომლებიც 2021-22 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროგრამებით გათვალისწინებულ კურსებს გაუძღვებიან.

აღსანიშნავია, რომ GTFP-ის პროგრამაში ჩართულობა, პარტნიორი უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერას, სასწავლო პროგრამების დივერსიფიკაციასა და ინგლისურენოვანი კურსების ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

გააზიარე გვერდი:

Hello World!