ევროპის უნივერსიტეტსა და სტეპან დემიანჩუკის სახელობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ევროპის უნივერსიტეტსა და სტეპან დემიანჩუკის სახელობის ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტს (უკრაინა) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განამტკიცონ და განავითარონ მჭიდრო თანამშრომლობა სამართლისა და განათლების მეცნიერებების მიმართულებით.
ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
საინტერესო აქტივობების განხორციელება უკვე იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტი მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირის წამყვან, ასევე, მცირე აზიის, აშშ-ისა და კანადის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს.