ერასმუს+ გაცვლითი პროგრამა ევროპის უნივერსიტეტსა და მალაგას უნივერსიტეტს შორის

ევროპის უნივერსიტეტში, ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტური შესარჩევი კონკურსი ცხადდება.

მასპინძელი უნივერსიტეტი: მალაგას უნივერსიტეტი, მალაგა, ესპანეთი

საგანმანათლებლო პროგრამები:

  • ინფორმატიკა;
  • ტურიზმი.

ობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2021/2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი, 5 თვე

ასტიპენდიო შეთავაზება:

  • უფასო სწავლა, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 820 ევროს ფარგლებში (ავიაბილეთები, ვიზის მოსაკრებელი, ტრანსფერი), ყოველთვიური სტიპენდი 850 ევრო ოდენობი2 ადგილი (თითო პროგრამიდან თითო სტუდენტი)

სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებით და ევროპის უნივერსიტეტის “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად წარიმართება.

  • ინგლისური ენის გამოცდა (კვირა, 21 მარტი, 19:00 სთ)
  • წერითი გამოცდა Moodle-ის პლატფორმაზე, ხოლო ზეპირი - Zoom-ის გამოყენებით, ჩატარდება.

შენიშვნა:  თუ სტუდენტი წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატებს, როგორიცაა IELTS, TOEFL, Cambridge, მაშინ მას არ უწევს აღნიშნული ტესტის ჩაბარება და კომისია საორიენტაციოდ იღებს მისი სასერტიფიკატო გამოცდის ქულას.

  • გასაუბრება ინგლისურ ენაზე (ოთხშაბათი, 24 მარტი, 12:00 სთ)

გასაუბრება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.

შეფასების ელემენტები:

  • მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.

25 მარტს, კომისია გამოავლენს, პროგრამების მიხედვით, კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულების მქონე 3 სტუდენტს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებმა უნდა შეავსონ ქართულენოვანი სააპლიკაციო ფორმა:

 

განცხადებების მიღება შეწყდება 19 მარტს, შუადღის 12:00 საათზე.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!