ერასმუს+ გაცვლითი პროგრამა ევროპის უნივერსიტეტსა და მასარიკის უნივერსიტეტს შორის

ევროპის უნივერსიტეტში ერასმუს+ -ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტური შესარჩევი კონკურსი ცხადდება.

მასპინძელი უნივერსიტეტი: მასარიკის უნივერსიტეტი, ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა;

  • საგანმანათლებლო პროგრამები:
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • სტომატოლოგია (ქართულენოვანი);
  • სამართალი;
  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა.

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 

  • 2021/2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი, 5 თვე;

სასტიპენდიო შეთავაზება: 

  • უფასო სწავლა, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში (ავიაბილეთები, ვიზის მოსაკრებელი, ტრანსფერი), ყოველთვიური სტიპენდია: სტიპენდია 4000 ევრო (თვეში 800 ევრო) – 1 ადგილი;
  • უფასო სწავლა - 2 ადგილი;

შენიშვნა: გამარჯვებული სამი სტუდენტიდან, მხოლოდ ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ერთი სტუდენტი ისარგებლებს ევროკავშირის სრული სტიპენდიით, დანარჩენ ორ სტუდენტს დაუფინანსდება მხოლოდ პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი.

სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებით და ევროპის უნივერსიტეტის “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად წარიმართება.

  • ინგლისური ენის გამოცდა (კვირა, 21 მარტი, 19:00 სთ);
  • წერითი გამოცდა Moodle-ის პლატფორმაზე, ხოლო ზეპირი - Zoom-ის გამოყენებით ჩატარდება. 

შენიშვნა: თუ სტუდენტი წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატებს, როგორებიცაა: IELTS, TOEFL, Cambridge, მას არ უწევს აღნიშნული ტესტის ჩაბარება და კომისია საორიენტაციოდ აიღებს მისი სასერტიფიკატო გამოცდის ქულას.

  • გასაუბრება ინგლისურ ენაზე (ოთხშაბათი, 24 მარტი, 12:00 სთ)

გასაუბრება Zoom-ის პლატფორმაზე ჩატარდება;

შეფასების კრიტერიუმები:

  • მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.

25 მარტს კომისია პროგრამების მიხედვით კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულების მქონე სამ სტუდენტს გამოავლენს. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებმა უნდა შეავსონ ქართულენოვანი სააპლიკაციო ფორმა:

 

განცხადებების მიღება შეწყდება 19 მარტს, 12:00 საათზე.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:

გააზიარე გვერდი:

Hello World!