ევროპის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით IV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტისა და ჟურნალის, „გლობალიზაცია და ბიზნესი“, თანაორგანიზატორობით, IV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - "პოსტპანდემიური მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკა: გამოწვევები, პრობლემები, გადაჭრის გზები“ გაიმართება.

კონფერენცია მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, ეკონომისტთა დღეს ჩატარდება და განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდის და განვითარების პრობლემები; პანდემიის მიერ შექმნილი ახალი გლობალური წესრიგი და პოსტკრიზისული ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები;  ეკონომიკური მეცნიერების მიერ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ახლებური გააზრება; ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი გამოწვევები პოსტპანდემიურ პერიოდებში; ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის ეკონომეტრიკული მოდელირება და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პროფესორებთან და მეცნიერებთან ერთად, წარმოდგენილი არიან ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები - გივი ბედიანაშვილი, თორნიკე ხოშტარია, გოჩა თუთბერიძე და მაია აზმაიფარაშვილი.

  • დეტალური ინფორმაცია, კონფერენციასთან დაკავშირებით იხ. თანდართულ ფაილში:
მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!