ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით კახათის, რუხის და ბათუმის N2 საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ტრენინგები ჩატარდა

ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის სოფელ კახათის და სოფელ რუხის, ასევე ბათუმის N2 საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ტრენინგები ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იჩენს სათანადო მხარდაჭერას საზოგადოების მიმართ, განსაკუთრებით კი განათლების სფეროს მიმართულებით.

აღნიშნული ტრენინგები, რომელიც ევროპის უნივერსიტეტის დაფინანსებით განხორციელდა, სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიზნით საჯარო სკოლების პედაგოგების მხარდაჭერას ემსახურება.
 
ტრენინგებზე, რომელსაც პროფესორი მაია ბლიაძე და ასისტენტ-პროფესორი რუსუდან თედორაძე უძღვებოდნენ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა
„კვლევა და მდგრადი განვითარების მიზნები“ და „შეფასება, კომპლექსური დავალება და სოლო ტაქსონომია.

ტრენინგებზე დამსწრე 40 პედაგოგს ელექტრონული ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცემა. 

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტის ამ ინიციატივას დადებითი შეფასება მოყვა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან, რაც უფრო მეტად ზრდის მოტივაციას გეგმის სრულყოფილად განხორციელებისთვის.

გააზიარე გვერდი:

Hello World!