ევროპის უნივერსიტეტის გუნდი თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს. 

სასტარტო მატჩში ერთმანეთს ეროპის უნივერსიტეტი და თსუ 2 დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა EU-ს სასარგებლოდ 3:2 დასრულდა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

შეხვედრაში ანგარიში თსუ-მ გახსნა, თუმცა ევროპის უნივერსიტეტმა წონასწორობა თხუთმეტ წამში აღადგინა და ტაიმის დასრულებამდე ორი ბურთით დაწინაურდა. მეორე ნახევარში ვახტანგ მღებრიშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ თსუ-სთვის დარჩენილი დრო საბოლოო ანგარიშის შესაცვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა და თასის გათამაშებას გამოეთიშა.

დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და საუკეთესო ორი ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებას მეოთხედფინალებიდან შეუერთდება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!