ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა Businet-ის სტუდენტურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსა და Businet-ის ასოციაციას შორის წარმატებული მოლაპარაკების საფუძველზე, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა, დავით შადურმა, Businet-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ სტუდენტურ კონფერენციაში - "Thinking Employment" მიიღო მონაწილეობა. 

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ Businet-ის ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტები მსოფლიო მასშტაბით. კონფერენციის მიზანი დასაქმების შესაძლებლობების განხილვა და გააანალიზება იყო, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა შეისწავლეს ისეთი ძირითადი მიმართულებები, როგორებიცაა: დასაქმებისთვის საჭირო უნარები, ექსპერიმენტული სწავლება, ემოციური ინტელექტი.

სესიების განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჯგუფური მუშოაბით მიეღოთ თეორიული ცოდნა დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან და წარედგინათ ინდივიდუალური პრეზენტაციები.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობდა ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ლელა აბდუშელიშვილი, რომელიც სესიების მიმდინარეობისას სტუდენტების ჯგუფს მენტორობას უწევდა.

გააზიარე გვერდი: