ევროპის უნივერსიტეტში შიდა მობილობა დაიწყო!

ევროპის უნივერსიტეტში შიდა მობილობა დაიწყო: 

გაზაფხულის სემესტრში, შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2021 წლის 22 თებერვლიდან 2021 წლის  6  მარტის  ჩათვლით.

ევროპის უნივერსიტეტში შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:

1. ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

  • სამართლის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა -  15 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადდება II, VI და VIII  სასწავლო სემესტრზე;
  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი,  მობილობა გამოცხადდება  II და VIII სასწავლო სემესტრზე;
  • ფსიქოლოგიის საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამა  -  10 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადდება II, VI და VIII  სასწავლო სემესტრზე.

 2. ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი

  • დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმაანთლებლო  პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი;
  • სტომატოლოგიის  ინგლისურენოვანი  ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი;
  • სტომატოლოგიის  ქართულენოვანი  ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი.

3. ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

  • ბიზნესის ადმინისტრირების  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ვაკანტური ადგილი, შიდა მობილობა გამოცხადდება  II, IV  და VI  სასწავლო სემესტრზე;
  • ინფორმატიკის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა -  15  ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადდება  II, IV  და VI  სასწავლო სემესტრზე.

 

დეტალური ინფორმაცია იხ. თანდარულ ფაილში;

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!