იწყება კონკურსანტთა რეგისტრაცია ესსეების კონკურსზე „საქართველოს ევროპული მომავალი“

ევროპის უნივერსიტეტი და საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ევროპის დღეები 2021-ის ფარგლებში, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე „საქართველოს ევროპული მომავალი“.

ესსე შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს: ტოლერანტობა; ღირსების ხელშეუხებლობა; სამართლიანობა; სოლიდარობა; თანასწორობა; კანონის, კულტურის და ენობრივი მრავალფეროვნების პატივისცემა; გარემოზე ზრუნვა და დისკრიმინაციის მიუღებლობა.


შენიშვნა

ესსეს კონკურსი ჩატარდება:
 

  • 6 მარტი - 10:00 სთ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. #76 (ევროპის უნივერსიტეტი), www.eu.edu.ge  
  • 7 მარტი- 10:00 სთ. ქუთაისი, წერეთლის ქ. #13 (ქუთაისის უნივერსიტეტი), www.unik.edu.ge
  • ონლაინ, zoom-ის მეშვეობით - 6 მარტი, 16:00 სთ. ლინკი: http://bit.ly/3uz7Zrn

ესსეს შესრულების დრო: 2სთ და 30 წუთი

კონკურსის მიზანია:

  • მოსწავლეებში ევროინტეგრაციის პროცესებისადმი ცნობადობის ამაღლება და ინტერესის  გაზრდა.
  • ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპული ოჯახის წევრის მნიშვნელობის გააზრება და განვრცობა.
  • დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, როგორც ევროპის ძირითადი ღირებულებების გააზრება და განვრცობა.

კონკურსის პირობები:

  • ესსე უნდა ასახავდეს საქართველოსა და ევროპას შორის არსებულ მდგომარეობას;
  • ესსე უნდა ეხებოდეს შემდეგ საკითხებს: ქართულ-ევროპული ურთიერთობები და მისი დინამიკა, პლურალიზმი, სამართლიანობა, ტოლერანტობა, თანასწორობა, მრავალფეროვნება, პიროვნული თავისუფლება, ადამიანის უფლებები;
  • კონკურსში დაიშვებიან: XI, XII კლასის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები;
  • ესსე უნდა იყოს ქართულ ენაზე. (შრიფტი Sylfaen, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5. Word - ის ფორმატში);
  • ესსეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს;
  • ნაშრომის ბოლოს უნდა იყოს მითითებული სკოლის დასახელება, კლასი, ავტორის სახელი და გვარი, საკონტაქტო მონაცემები და  ელ. ფოსტა;
  • ნამუშევრის წარდგენა მოხდება ელექტრონულ მისამართზე: essay@eu.edu.ge

კონკურსის ლოჯისტიკა:

თითოეული მოსწავლე საკონკურსო ნამუშევარს შეასრულებს სპეციალურად კონკურსისთვის დადგენილ დღესა და საათზე, რომელიც კონკურსანტს ეცნობება 3 დღით ადრე ელექტრონული მისამართის მეშვეობით.

მოსწავლეები, რომლებიც zoom-ის საშუალებით მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას, ნაშრომს წარადგენენ ელექტრონულ მისამართზე essay@eu.edu.ge . გამონაკლისის სახით კონკურსანტს შეუძლია ესსე დაწეროს ფურცელზე და სურათის სახით გამოაგზავნოს ზემოთ ხსენებულ ელექტრონულ მისამართზე.

ნამუშევრების შეფასებისთვის შედგება სპეციალური კომისია და დაკომპლექტდება მინიმუმ 3 წევრისაგან, სადაც, ერთი წევრი აუცილებლად იქნება მოწვეული, გარე შემფასებელი. საკონკურსო ესსეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  1. პირველ ეტაპზე შიდა კომისია გამოავლენს ნაშრომებს, რომელთაც გადალახეს მინიმალური ზღვარი (21 ქულა);
  2. მეორე ეტაპზე გადასული ნაშრომები გადაეგზავნება საფრანგეთის საელჩოსა და ევროპის უნივერსიტეტის მონაწილეობით დაკომპლექტებულ კომისიას, რომელიც გამოავლენს პირველ, მეორე და მესამე ადგილოსან ნაშრომებს.

გამარჯვებულ ნაშრომებს სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილი პირი თარგმნის ფრანგულ და ინგლისურ ენებზე და განთავსდება უნივერსიტეტის ვებ/გვერდზე.

შენიშვნა:

  • გამარჯვებულებს გამოავლენს შესაბამისი დარგის სპეციალისტებისაგან შემდგარი, რექტორის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კომისია. კომისია უფლებამოსილია, საკონკურსო მასალების შესრულების ხარისხიდან გამომდინარე, რომელიმე საპრიზო ადგილზე არ წარადგინოს გამარჯვებული;
  • პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომები არ განიხილება.

ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმები (ჯამში 35 ქულა):

  • ესეს პირობის ადეკვატური გაგება - 3 ქულა;
  • ნაშრომის აგება - 3 ქულა;
  • პრობლემის გააზრება - 3 ქულა;
  • პრობლემის გადაჭრის გზის შეთავაზება - 2 ქულა;
  • მსჯელობის დასაბუთება - 4 ქულა;
  • დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება - 4 ქულა;
  • ფაქტობრივი სიზუსტე - 3 ქულა;
  • ლექსიკა და სტილისტიკა - 4 ქულა;
  • მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი - 5 ქულა;
  • პუნქტუაცია - 4 ქულა.

დაჯილდოება:

კონკურსის საფუძველზე გამოვლინდებიან I, II, III ადგილებზე გასული მონაწილეები, რომლებიც დაჯილდოვდებიან ევროპის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზებით. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა ევროპის უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს ერთობლივი სერტიფიკატი.

I ადგილი-     ელექტრო სკუტერი (ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით)

II ადგილი-    ლეპტოპი  (დისტანციური სწავლების ხელშეწყობისათვის)

III ადგილი-   ფოტოაპარატი (აღმოაჩინე ევროპა შენი ობიექტივით)

» საფრანგეთის საელჩოს ფავორიტი კონკურსანტი- გაატარებს 1 დღეს საელჩოში, რომელსაც შეარჩევს თვით საფრანგეთის საელჩო და იქნება I, II და III ადგილებისაგან განცალკევებით.

 

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!