ევროპის უნივერსიტეტის განცხადება!

როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა გიორგი გახარიამ ინდოეთის ელჩთან სომხეთსა და საქართველოში, ბატონ კაშან დენ დიუალთან შეხვედრა გამართა. 

ჩვენთვის, როგორც უნივერსიტეტისთვის, სადაც არაერთი ინდოელი სტუდენტი სწავლობს, მისასალმებელია ინდოეთის სახელმწიფოს ეს ნაბიჯი, რადგან საელჩოს, უშუალოდ, საქართველოში არსებობა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს კულტურათშორის ურთიერთობას, ასევე, ხელს შეუწყობს ინდოელი სტუდენტების მეტ ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის უნივერსიტეტი, თავის მხრივ, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნებთან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ჩვენი სტუდენტები - მათ შორის ინდოელი სტუდენტები არიან ჩართული და წარმოდგენილი.

გააზიარე გვერდი:

Hello World!