ევროპის უნივერსიტეტსა და ფერერას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ევროპის უნივერსიტეტისა და ფერარას უნივერსიტეტის (ფერარა, იტალია) ერთწლიანი თანამშრომლობა, მხარეებმა ინტერ-ინსტიტუციონალური ხელშეკრულების გაფორმებით განამტკიცეს.

მემორანდუმის თანახმად, აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას დაგეგმონ ერთობლივი კვლევითი პროექტები და სამეცნიერო ინიციატივები, შეიმუშაონ ერთობლივი აკადემიური პროგრამები, გაცვალონ სტუდენტები და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტი თანამშრომლობს მსოფლიოს 20 ქვეყნის 37 უნივერსიტეტთან.

გააზიარე გვერდი:

Hello World!