საერთაშორისო აკადემიური მობილობის ფარგლებში სტუდენტთა შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია
ევროპის უნივერსიტეტში, საერთაშორისო აკადემიური მობილობის ფარგლებში, სტუდენტთა შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.
კონკურსის გამარჯვებული, მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის, პირველი კურსის სტუდენტი, სოფო ბრეგვაძე გახდა, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება და 2020-2021 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრს პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტში გაატარებს. ის ევროპის უნივერსიტეტისგან სწავლის სრულ დაფინანსებას მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო აკადემიურ მობილობაზე კონკურსი 2020-2021 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც შემოთავაზებული იყო 8 ევროპული მიმართულება:
- University of Applied Sciences, Burgenland (ავსტრია)
- University of Malaga (ესპანეთი)
- University of Finance and Administration (ჩეხეთის რესპუბლიკა)
- Masaryk University (ჩეხეთის რესპუბლიკა)
- Vistula University (პოლონეთი)
- WSB University of Dabrowa Gornicza (პოლონეთი)
- Klaipeda University (ლიეტუვა)
- Varna University of Management (ბულგარეთი)