საერთაშორისო აკადემიური მობილობა ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
მხოლოდ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის!
ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო მობილობაზე 2020-2021 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის და გთავაზობთ 8 ევროპულ მიმართულებას:
- University of Applied Sciences, Burgenland (ავსტრია)
- University of Malaga (ესპანეთი)
- University of Finance and Administration (ჩეხეთის რესპუბლიკა)
- Masaryk University (ჩეხეთის რესპუბლიკა)
- Vistula University (პოლონეთი)
- WSB University of Dabrowa Gornicza (პოლონეთი)
- Klaipeda University (ლიეტუვა)
- Varna University of Management (ბულგარეთი)
ევროპის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტის თანადაფინანსებას. შედეგად, სრულად ფინანსდება პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის “საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად.
1. ინგლისური ენის გამოცდა (შაბათი, 23 იანვარი, 14:00 სთ)
- ტესტირება ჩატარდება Moodle-ის პლატფორმის გამოყენებით;
NotaBene: თუ სტუდენტი წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატებს, როგორიცაა IELTS, TOEFL, Cambridge, მაშინ მას არ უწევს აღნიშნული ტესტის ჩაბარება და კომისია საორიენტაციოდ იღებს მისი სასერტიფიკატო გამოცდის ქულას.
2. გასაუბრება ინგლისურ ენაზე (კვირა, 24 იანვარი, 17:00 სთ)
- გასაუბრება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე;
შეფასების კრიტერიუმები, გთხოვთ, იხილოთ "საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის" დოკუმენტში.
25 იანვარს, კომისია გამოავლენს კონკურსის გამარჯვებულებს, რომელთაც გაუფორმდებათ კრედიტების შიდა აღიარებაზე პასუხისმგებელი სასწავლო ხელშეკრულება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებმა უნდა შეავსონ ქართულოვანი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/akPGMUdCRCWggswD9
დამატებით კითხვებისთვის, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ნომერზე:
- +995 555 00 65 10;
- ელ.ფოსტა: salome.tskitishvili@eu.edu.ge