ევროპის უნივერსიტეტმა საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ფეისბუქ-პლატფორმა შექმნა

საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ფეისბუქ-პლატფორმა შეიქმნა, სადაც კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით ვიდეორგოლები განთავსდება.

ევროპის უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პროფესიის ადამიანების თვალით დანახული კონსტიტუცია.

ევროპის უნივერსიტეტი 2021 წელს კონსტიტუციის პოპულარიზებას დაუთმობს და პროექტის,საქართველოს კონსტიტუცია 100 წლისაა“, ფარგლებში სხვადასხვა სახის აქტივობებს წარმოგიდგენთ. აქ შეხვდებით ადამიანებს, ვისი ცხოვრების მთავარი ან გარდამტეხი მოვლენები, შემოქმედებითი თუ პოლიტიკური თავისუფლება, დემოკრატიული ღირებულებები და არჩევანი კონსტიტუციამ განსაზღვრა.

პირველი კონსტიტუციის მიღებამდე სამი წლით ადრე, დამოუკიდებლობის აქტით, საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებლად, საქართველო კი სრულუფლებიან, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

1921 წლის კონსტიტუციით, საქართველოს მიზანი მსოფლიო თანამეგობრობაში დემოკრატიული იმიჯის სახელმწიფოდ შესვლა იყო. ამ ტექსტით დაიწყო ადამიანის, როგორც ძირითადი სოციალური ღირებულების გაცნობიერება, დაიბადა ტერმინებიმოქალაქეობა“, „მოქალაქის უფლებები“ , „ადგილობრივი თვითმმართველობა“. პირველი ქართული კონსტიტუციის შინაარსი მთლიანად ეყრდნობოდა ძირითად ევროპულ ღირებულებებს: თავისუფლებას, დემოკრატიას და სამართლებრივ სახელმწიფოს! საერთაშორისო შეფასებით, ის იყოერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ევროპის კონტინენტზე“ (ჰანს -დიტრიჰ გენშერი)".

გააზიარე გვერდი:

Hello World!