ევროპის უნივერსიტეტი „EURAXESS - საქართველოს ქსელის პლატფორმაზე“ გაწევრიანდა

ევროპის უნივერსიტეტი EURAXESS - საქართველოს ქსელის პლატფორმაზე გაწევრიანდა, რომელიც ინფორმაციით უზრუნველყოფს და დახმარებას უწევს მობილობისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების კუთხით, მკვლევრებსა და მათ ოჯახებს.

ამასთანავე, პლატფორმა საშუალებას აძლევს უნივერსიტეტებსა და კვლევაზე ორიენტირებულ ინსტიტუციებს მოიზიდონ ტალანტები, პარტნიორები და ფინანსური მხარდაჭერა.

აღნიშნულ პორტალზე ევროპის უნივერსიტეტს შესაძლებლობა ექნება გამოაქვეყნოს ვაკანსიები და გაეცნოს პლატფორმაზე დარეგისტრირებული მკვლევრების პროფილებს, მოიძიოს უცხოელი პარტნიორი უნივერსიტეტები და მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების განცხადებებზე (სტიპენდიები, ვაკანსიები, კვლევითი პროექტები, ..). 

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!