ევროპის უნივერსიტეტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ვორქშოპი გაიმართა

ევროპის უნივერსიტეტში ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ვორქშოპი თემაზე: "რა უნდა გავითვალისწინოთ სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას?" გაიმართა, რომელსაც ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გოჩა თუთბერიძე უძღვებოდა. 

ვორქშოპში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სამაგისტრო ნაშრომის მომზადების სპეციფიკა, სამაგისტრო ნაშრომის სტრუქტურა, კვლევის მეთოდოლოგიის შერჩევა, სამეცნიერო წყაროების მოძიების საკითხები. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები ევროპის უნივერსიტეტში მუდმივად ტარდება და იგი ხელს უწყობს სტუდენტების მომზადებას სამაგისტრო ნაშრომებზე მუშაობისა და კვლევითი მიმართულებით ჩართულობაში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!