ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

ევროპის უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, 23 დეკემბერს სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება, რომელშიც ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.

კონფერენციაზე, კომპეტენტური ჟიური, სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორს გამოავლენს, რომელთა სტატიები გამოქვეყნდება „გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლმების კვლევითი ინსტიტუტის სამცნიერო ნაშრომების კრებულში“.

კონფერენციის ბოლოს ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით კონფერენციის გზამკვლევს (იხ. თანდართული ფაილი).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!