ევროპის უნივერსიტეტი 17-18 ნოემბერს სტუდენტებისთვის ციფრული პროდუქტების კრეათონს გამართავს

ევროპის უნივერსიტეტი ბიზნეს აქსელერატორ სპარკთან ერთად გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში 17-18 ნოემბერს ონლაინ სივრცეში სტუდენტებისთვის ციფრული პროდუქტების კრეათონს გამართავს.

ღონისძიება ორ ნაწილად იყოფა: პირველ დღეს მოხდება გუნდებად ფორმირება და ჩატარდება შეხვედრები, იდეების გენერირების და მეწარმეობის მიმართულებით, მეორე ეტაპზე კი გუნდის წევრებმა წინასწარ დასმულ პრობლემებზე საინტერესო გადაწყვეტა უნდა წარმოადგინონ.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, საუკეთესო იდეის მქონე გუნდები სპარკის პრე აქსელერაციის პროგრამის მონაწილეები გახდებიან და იდეის რეალობად ქცევის ეტაპს მიუახლოვდებიან, საუკეთესო გუნდებს გადაეცემათ ასევე სერტიფიკატები.

რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc7DX8RDZ42eOkEb54CL_7CoToktYaI4B68aUesjFwMEV-Riw/viewform

გააზიარე გვერდი:

Hello World!