ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები სტრასბურგის სასამართლოს სარჩელს ამზადებენ

ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრი მოქალაქეთა დახმარებას აგრძელებს.

სტუდენტები, სამართლებრივი დახმარების ცენტრის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის ლექტორების ზედამხედველობით, სტრასბურგის სასამართლოს სარჩელს ამზადებენ, რომელიც ერთ-ერთი მოქალაქის საკუთრების უფლების დარღვევას ეხება.

"ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სხვადასხვა სფეროში მათ ინტეგრაციაზე, რაც გულისხმობს მათ ჩართულობას პრაქტიკულ სამუშაოებში. სწორედ ამიტომ უნივერსიტეტში არსებობს სამართლებრივი დახმარების ცენტრი, სადაც სტუდენტები ლექტორების მეთვალყურეობით, სხვადასხვა პირებს სამართლებრივ დახმარებას უწევენ", - აცხადებს სამართლის პროგრამის ხელმძღვანელმა თათული დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ სამართველბრივი დახმარების ცენტრი ევროპის უნივერსიტეტში წელიწადზე მეტია, ფუნქციონირებს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!