„ახალი კორონავირუსის (COVID-19) მეორე ტალღა: გლობალური კონტექსტი და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები“
ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, ევროპის უნივერსიტეტში მორიგი, მესამე, ონლაინ პანელური დისკუსია გაიმართა.
დისკუსიის თემა "ახალი კორონავირუსის (COVID-19) მეორე ტალღა: გლობალური კონტექსტი და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები“ იყო.
დისკუსიას მოდერატორობას უწევდა, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გივი ბედიანაშვილი, მონაწილეობდა თერთმეტი წამყვანი მეცნიერი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
ევროპის უნივერსიტეტიდან დისკუსიაში პროფესორი გივი ბედიანაშვილი, პროფესორი ეკეტერინე ნაცვლიშვილი, სამართლის დოქტორი მიხეილ ბიჭია, პროფესორი ამირან თავართქილაძე (ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პროლემების კვლევითი ინსტიტუტი), ეკონომიკის დოქტორი ქუჯი ბიჭია (ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პროლემების კვლევითი ინსტიტუტი), გიორგი გობრონოძე (ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პროლემების კვლევითი ინსტიტუტი), ამირან მაღლაკელიძე (ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პროლემების კვლევითი ინსტიტუტი) მონაწილეობდნენ.
პანელური დისკუსიების ცალკეული პრობლემატიკის კონკრეტული განხილვების ფორმატში გაგრძელდება, მათ შორის უცხოელი მეცნიერების მოწვევით, ასევე სტუდენტების ჩართულობით.