ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების აბსტრაქტი ანტვერპენის მედიცინის სტუდენტთა მე-14 კონგრესზე

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტების შვეტა ტილანტესა და მოჰამმად ქუმარ ნაიკის აბსტრაქტი მიღებული იქნა ანტვერპენის მედიცინის სტუდენტთა მე-14 კონგრესზე, რომელიც გაიმართა 2020 წლის 9-12 სექტემბერს ონლაინ ფორმატში.

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა შვეტა ტილანტემ კონგრესზე საკუთარი მოხსენებით “HCV GENOTYPE DISTRIBUTION IN GEORGIAN POPULATION AND ITS CORRELATION WITH LEDIPASVIR AND SOFOSBUVIR TREATMENT EFFICIENCY” წარადგინა სამეცნიერო კვლევის შედეგები, რომელიც შეასრულა ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის მაია ჟამუტაშვილის ხელმძღვანელობით.

აღნიშნულმა აბსტრაქტმა დაიკავა პირველი ადგილი ანტვერპენის მედიცინის  სტუდენტთა კონგრესის პოსტერების პრეზენტაციის კონკურსი.

უნივერსიტეტი ულოცავს სტუდენტებს მიღწეულ წარმატებას  და მადლობას უხდის მათ სამეცნიერო  ხელმძღვანელს ქალბატონ მაია ჟამუტაშვილს !

გააზიარე გვერდი:

Hello World!