ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები TBC Camp-ის პროგრამაში ერთვებიან

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები TBC Camp-ის პროგრამაში ერთვებიან

თიბისი ბანკის ორგანიზებით, იწყება სტუდენტური პროგრამა TBC Camp, რომელიც გულისხმობს მე-4 კურსის ფინანსების სტუდენტების პროგრამაში ჩართვას. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და შეუძლიათ მხოლოდ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

პირველ ეტაპზე გაიმართება თიბისი კაპიტალის საჯარო ლექცია, სადაც მონაწილეები გაეცნობიან დავალებას.  შემდეგ შეხვედრებზე განიხილება ბიზნეს ქეისები, რაც მათ დავალების შესრულებას გაუმარტივებს. ბოლო ეტაპი, კი, გულისხმობს სტუდენტების მიერ ჟიურისთან პრეზენტაციების ჩატარებას.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 2 გამარჯვებული ჯგუფი (თითოეული ჯგუფი უნდა შედგებოდეს 3 სტუდენტისგან), რომლებიც დასაჩუქრდებიან თიბისის აქციებით. 

  • პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 150 აქცია;
  • მეორე ადგილზე გასულ გუნდს კი 75 აქცია. 

პროგრამის მთავარი მიზანია, სტუდენტებისთვის ფინანსური ბაზრების უკეთ გაცნობა და რეალური სამუშაო გამოცდილების მიღება, საინვესტიციო საბანკო მიმართულებით.

პირველი ლექცია გაიმართება ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ონლაინ პლათფორმა ZOOM-ის მეშვეობით. შეხვედრის ხანგრძლივობა იქნება 1 საათი. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს, კურსისა და ფაკულტეტის მიუხედავად. თუმცა, კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ მე-4 კურსელები მიიღებენ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!