ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა

ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა თვითმმართველობის პრეზიდენტი – სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი თინათინ ქურასბედიანი.

დანარჩენ კანდიდატებს შორის ხმები თანაბრად გადანაწილდა, რის გამოც ვიცე-პრეზიდენტის არჩევის მიზნით მეორე ტურის ჩანიშვნა გახდა საჭირო.

არჩევნების მეორე ტურის შედეგად თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, პირველი კურსის სტუდენტი, კახა ფუტკარაძე გახდა.

პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევამდე, მომსახურების ცენტრი სტუდენტური თვითმმართველობის ახალ შემადგენლობას შეხვდა, რომლის დროსაც სტუდენტები თვითმმართველობის არსებულ დებულებას გაეცნენ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!