ბეჩოს თემში ევროპის უნივერსიტეტის მრავალპროფილური სასწავლო ცენტრი გაიხსნა

ევროპის უნივერსიტეტსა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, ბეჩოს თემში გაიხსნა ევროპის უნივერსიტეტის მრავალპროფილური სასწავლო ცენტრი, რომელსაც ორგანიზებას უწევენ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: ფიქრია თორია და ნანა ახობაძე. 

ცენტრს გადაეცა გარემონტებული  შენობა, ინვენტარიზაცია, კი, გაკეთდა უშუალოდ ევროპის უნივერსიტეტის მიერ.

ბეჩოს თემში, ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, უკვე ჩატარდა ინგლისური ენის ინტენსიური კურსების ორი ეტაპი. კურსები იგეგმება, ასევე, კომპიუტერული ტექნოლოგიების, ტურიზმის, ადამიანის უფლებების მიმართულებით. კურსებზე დასწრება თავისუფალია, ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის.  

გააზიარე გვერდი:

Hello World!