ევროპის უნივერსიტეტში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდა

ევროპის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა, რაც ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების უსაფრთხოების რეკომენდაციების შესაბამისად, პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოების საუნივერსიტეტო სივრცეში განახლებას გულისხმობს, სალექციო კურსი კი კვლავ ონლაინ გაგრძელდება.

„ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, ლაბორატორიული მუშაობის განახლება მნიშვნელოვანი განსაკუთრებულად მედიცინის ფაკულტეტისთვის არის, რადგან პრაქტიკული სამუშაოების გარეშე ფაკულტეტის არსებობა ფაქტიურად შეუძლებელია.

ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების უსაფრთხოების რეკომენდაციების თანახმად, უნივერსიტეტში დაცული იქნება ერთმეტრიანი დისტანცია მერხებს შორის, ყველა სააუდიტორიო სივრცეში სტუდენტი გადაადგილდება პირბადით, სავალდებულოა სანიტაიზერების, დეზობარიერების გამოყენება და საუნივერსიტეტო სივრცეში შესვლისას თერმოსტრკრინინგი.

გააზიარე გვერდი:

Hello World!